გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ტიკარაძე: ადამიანი, რომელიც აბარებდა ნამცხვარს ან ყვავილს, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას განცხადებას განვიხილავთ რათა დავეხმაროთ

29-04-2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდივიდუალურად, კომისიური წესით განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ.

” მე არ ვიცი, გუშინ ვისგან მიიღეთ თქვენ ეს პასუხი, ვინაიდან სამთავრობო მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით და ასევე ისეთი დოკუმენტაციის დადასტურებით, რომელიც წარმოადგენს, როგორც საბანკო ანგარიშს, ასევე სხვადასხვა დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორც იურიდიული პირიდან, ასევე თვითონ ამ ადამიანიდან, რომელიც აბარებდა თუნდაც ნამცხვარს ან თუნდაც ყვავილს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ კომისიური წესით, ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ განცხადებებს და შევეცდებით, მაქსიმალურად მოცვადი იყოს ის სოციალური პაკეტები, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ. ჩვენ ამ დეტალებსაც განვიხილავთ კომისიური წესით, რათა შევძლოთ, ამ ადამიანებსაც დავეხმაროთ“,- განაცხადა მინისტრმა.

ipress