გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან სამის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხუთის კვლავ მძიმე რჩება

1-05-2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5-ის კი კვლავ მძიმე რჩება.

” რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში.

5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არც ერთ მათგანს დამატებითი ჩარევა არ სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე“,- განაცხადა რატიანმა.

ipress