გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი - პროდასავლურ გზას რომ მივყვებით ევროპაშიც და ამერიკაშიც ხედავენ

1-05-2020

„პროდასავლურ გზას რომ მივყვებით ხედავენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ევროპარლამენტარი პოლონეთიდან და მეტ დახმარებას ითხოვს საქართველოსათვის დასავლეთის მხრიდან“ - ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ევროპარლამენტარ კეროლ კარსკის სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების "პრორუსულობის" შესახებ რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ მოყირჭებულ "მესიჯ ბოქსს" იმეორებს.

„პროდასავლურ გზას რომ მივყვებით ხედავენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ევროპარლამენტარი პოლონეთიდან და მეტ დახმარებას ითხოვს საქართველოსათვის დასავლეთის მხრიდან.

ჩვენი შინაური ოპოზიცია „მაიტა ნასოსივით" ძველ ამბავს "აწვება" და რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ, უკვე მოყირჭებულ "მესიჯ ბოქსს" იმეორებს ხელისუფლების "პრორუსულობის" შესახებ.

გარეულები აქებენ საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას, შეინაურები - ლანძღავენ.

მოკლეთ, ეხლა "გარეულ მღვდელს შენდობა არ ექნება" ამ სტატიის ნახვის მერე!“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.