გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოცხოეწერსა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

2-05-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის კომპაქტურ ჩასახლებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სასურსათო დახმარება მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად ფოცხოეწერში იმყოფებოდა, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.

დევნილთა სასურსათო დახმარების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.