გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახეთში სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა

3-05-2020

კახეთში სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, პასუხების გადამოწმება PCR ტესტით მოხდება, რაც ოქროს სტანდარტია.

“ჩვენ სწრაფი ტესტები ჩავატარეთ ანტისხეულებზე, ეს სულ სხვა მეთოდია და 3 მათგანი აღმოჩნდა დადებითი, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს PCR  ტესტებით,რაც ოქროს სტანდარტია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ კახეთში დღეს, კორონავირუსის პირველი ფაქტი  ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირებული 50 წლამდე ქალია და ის სასწრაფო დახმარების და კლინიკა “ევექსის” ექიმია.

კვირა