| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
4-05-2020
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, შპს ,,საქნახშირთან“ და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას განაგრძობს.
2020 წლის 4 მაისს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და წევრი დარგობრივი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვევიან ტყიბულს, ზესტაფონსა და ჭიათურას.
აქტივობის ფარგლებში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტების პაკეტები გადაეცემა 300-ზე მეტ ოჯახს, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულთა და მრავალშვილიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან.
ზემოთაღნიშნული აქტივობა ერთობლივი რესურსებით დაიგეგმა შპს ,,საქნახშირის“ და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად და სავარაუდოდ საქველმოქმედო ღონისძიებაში ამ კომპანიის ხელმძღანელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებათა გრაფიკი:
4 მაისი 2020 წ.
ტყიბული (11:00 – 13:00)
ზესტაფონი (14:00 – 16:00)
ჭიათურა (18:00 – 20:00)