გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლანჩხუთში შეჭირვებული მოსახლეობისადმი დახმარებები გრძელდება

5-05-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჭირვებული მოსახლეობისადმი დახმარებები გრძელდება.

200-მდე ოჯახს საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით ფონდი ,,წილოსანი“ დაეხმარა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიუროს ინფორმაციით, დახმარება იმ ადამიანებზე გაიცა, რომლებმაც ბოლო პერიოდში მიმართეს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე 200-მდე შეჭირვებულ და რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფ ოჯახს დავეხმარეთ" - განაცხადა მაკა გოგიჩაიშვილმა.