გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: როდესაც სახელმწიფოს სჭირდება, ბიძინა ივანიშვილი დამზღვევის როლს თამაშობს

6-05-2020

ჩვენთან არაერთხელ ყოფილა საუბარი, რომ იქ, სადაც სახელმწიფოს ჭირდება, ბიძინა ივანიშვილი თამაშობს დამზღვევის როლს და ეხლამრება სახელმწიფოს, მიაღწიოს დადებით და პოზიტიურ შედეგს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ქველმოქმედების, მეცენატობის ევროპაში და მსოფლიოში გამორჩეული ფაქტი.

„ქვეყანაში გვაქვს კონკრეტული შედეგი, რომელსაც ყველანი ვხედვათ და ვიაზრებთ. ქვეყანაში არის ქველმოქმედების, მეცენატობის ევროპაში და მსოფლიოში გამორჩეული ფაქტი. ეს ფაქტია და მისი უარყოფა არის სრული სისულელე და მე მგონია, რომ ისევ და ისევ საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ დღეს საქართველო არის საერთაშორისო გამოცემების ასეთი ყურადღების ქვეშ, ეს არის არა მხოლოდ ერთი რაღაც განცალკევებული ფაქტი. რეალობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ასი მილიონის დონაცია კოვიდ ფონდში, დიახ ეს არის გამორჩეული ფაქტი, მაგრამ ამავდროულად, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, როგორც დონორმა და მეცენატმა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.