გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე დაშავებული მუშა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

6-05-2020

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული მუშა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მამაკაცს დაზიანებები თავისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული. მასთან ერთად დაშავებული მეორე პირის ძებნის სამუშაო კი ხვალ დილიდან განახლდება.

ცუდი ხილვადობის გამო, სამაშველო ოპერაცია გვიან ღამით შეწყდა.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. მეწყერი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მსგავსი სიახლეები