გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ხუნევსა და ვერტყვიჭალაში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა

7-05-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხუნევსა და ვერტყვიჭალაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა.

ასევე, წყალმა დააზიანა ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა და ნათესები განადგურდა. მიყენებულ ზარალს ჩინური კომპანია "უჰანი" აანაზღაურებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხიდებსა და გზებს აშენებს.

ვერტყვიჭალაში კომპანიამ გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაასრულა. სპეციალური ტექნიკა ახლა მუშაობს ხუნევში, სადაც მილებმა წყალი ვერ გაატარა და არხები იწმინდება.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, სოფლის შიდა გზა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, თუმცა გზა უკვე გაიხსნა და მოძრაობა აღდგენილია.