გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი გახარია: 11 მაისიდან თბლისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნება

7-05-2020


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულიად აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში შემოსვლისა და გასვლის შესახებ ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება.
ამის შესახებ გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
"ეპიდემიოლოგებისა და ექიმების კაგი შრომის შედეგად და ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, საშუალება გვეძლევა განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან სრულად გაიხსენბა მიმოსვლა თბილისში.
თბლისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული ქვეყნის მასშტაბით"- განაცხადა გახარიამ.