გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თორნიკე რიჟვაძე: ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოხსნის შესაძლებლობა გვექნება

7-05-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში იძლევა შესაძლებლობას მოიხსნას შეზღუდვები.

„როგორც მოგეხსენებათ ბოლო ერთი კვირაა, ჩვენ უკვე არ გვიფიქსირდება არც ერთი დაინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ამიტომ ჩვენ უკვე ხვალიდან პრაქტიკულად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში.

რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებისა, დანაწესები იქნება, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანდაცვის რეკომენდაციების ასევე უსაფრთხოების გათვალისწინება. ამ კუთხით სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ ეს სტანდარტები გაითვალისწინონ როგორც შიდა კონკურენციის ნაწილში,იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში მაქსიმალურად დაინერგოს უსაფრთხოების სტანდარტები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.