გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თუშეთში, ზვავში დაკარგული კაცის ძებნა დილიდან განახლდა

8-05-2020

თუშეთში, ზვავში დაკარგულ კაცს მეოთხე დღეა, მაშველები უშედეგოდ ეძებენ. ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაო გუშინ შეაჩერეს.

პროცესი დღეს დილიდან ისევ განახლდა. ფშაველი-აბანო ომალოს 36-ე კილომეტრზე იმყოფებიან ჰიდრომეტეოროლოგები, რომლებიც ვითარებას უკვე რამდენიმე დღეა, ადგილზე სწავლობენ.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, არსებობს ზღვავის და ღვარცოფის საშიშროება, სამძებრო სამუშაო პერიოდულად სწორედ ამ მიზეზით წყდება.

უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო- ომალოს დამაკავშირებელ გზაზე 5 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია „თუშეთისგზის“ თანამშრომლები გზას წმენდდნენ.