გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გამყრელიძე: ამ პროცესში უხეში შეცდომა არ დაშვებულა, კორექტირების შეტანა ყოველთვის შეიძლება

8-05-2020

კორექტივა ყოველთვის შეიძლება შეიტანო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანის კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც გამყრელიძეს ჰკითხა, თუ არის ისეთი საკითხი, რაზეც დღეს ფიქრობს, რომ სხვანაირად გააკეთებდა და რა არის ეს.

გამყრელიძის თქმით, ამ პროცესში უხეში შეცდომა არ დაშვებულა.

“კორექტივა ყოველთვის შეიძლება შეიტანო. მე მხოლოდ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესში უხეში შეცდომა არ დაშვებულა. ფრენების შეჩერება ერთ ქვეყანასთან, მეორესთან, მერე ცის ჩაკეტვა, სკოლების შეჩერება, უნივერსიტეტების, საგანგებო მდგომარეობის… ეს საკითხი გადავდოთ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, მერე მკითხე ეს და აუცილებლად გიპასუხებთ”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ipress