გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბოლნისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა

8-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კამპანიაში მონაწილეობა დღეს ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად მიიღო

ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად, COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გააკრა.

პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.