გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა აქცია თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს

8-05-2020

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შეკრებილებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ერთ-ერთი დაკავებულის მამის განცხადებით, შეკრებილების ერთადერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე მათ ვითარებაში გარკვევას დაპირდა.

აქციაზე ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავებას უკანონოს უწოდებდნენ და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. წულუკიძე და ანთაძე წარსულში სასჯელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდნენ.