გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხე შესაძლოა ახალი ვირუსის აფეთქების კერად იქცეს – გუშინ 23 წლის ბიჭი დაიღუპა

9-05-2020

ყირიმ-კონგოს ცხელებით, ადიგენიდან თბილისში გადმოყვანილი 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

ახალგაზრდა მამაკაცი, ახალციხიდან ბოჭორიშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, მდგომარეობის გართულების გამო გადმოიყვანეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინფექცია სავარაუდოდ საქონლისგან გადაედო. ახლობლების ინფორმაციით, ბექა კოჟორიძე ადიგენში ცხოველებს მწყემსავდა.

 

ექიმების ინფორმაციით, ახალციხეში მსგავსი სიმპტომებით მოსახლეობის მიმართვიანობამ იმატა. შესაბამისად მედიკოსები არ გამორიცხავენ რომ ახალციხე ახალი ვირუსული ინფექციის აფეთქების კერად იქცეს.

 

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვურუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. თავად ტკიპა, დაავადებული ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს ინფიცირდება.

პრაიმტაიმი