გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი: თუ რამე მიკლავს საქართველოს ნოსტალგიას, ეს არის ოდესა, ამიტომ ხშირად დავდივარ

11-05-2020

თუ რამე მიკლავს საქართველოს ნოსტალგიას, ეს არის ოდესა, ამიტომ ხშირად დავდივარ- ამის შესახებ, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

„ოდესა ძალიან გავს თბილისს, ვინც ყოფილა ყველამ იცის, პლეხანოვი სადაც მე დავიბადე ერთი-ერთზე გავს პუშკინის ქუჩას ოდესაში.

ოდესაც და თბილისიც მე-19 საუკუნეში აშენებულია ერთიდაიგივე კაცის – გრაფი ვორონცოვის.

გავს არა მხოლოდ ქუჩებით,  გავს ატმოსფეროთი,ხალხი ერთმანეთს გავს, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა  და თუ რამე მიკლას საქართველოს ნოსტალგიას  ყველაზე მეტად, ეს არის ოდესაში ყოფნა და ხშირად დავდივარ“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

ipress