გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქუთაისის ლაბორატორიაში 204 ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

11-05-2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 204 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის წყალტუბოს საკარანტინო სივრცის პერსონალის, მოხუცთა თავშესაფრის პერსონალისა და ბენეფიციარების, ასევე იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 260 პირი იმყოფება.

1tv.ge