გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავის “ცხელების ცენტრში” შეყვანილი 4 პაციენტიდან 2 ჯარისკაცია

11-05-2020

რუსთავის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით 4 პირი შეიყვანეს, მათ შორის 2 ჯარისკაცია, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას” რუსთავის “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.

კლინიკის ინფორმაციით, მათი ანალიზის პასუხები უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

„დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გავგზავნეთ ოთხი პაციენტის საკვლევი მასალა. მათგან ორი ჯარისკაცია. პაციენტებს აღენიშნებათ კორონავირუსის შესაბამისი სიმპტომები. სავარაუდოდ, პასუხი ხვალ, დღის პირველ ნახევარში გვეცოდინება“, – განაცხადეს ე.წ.  ცხელების ცენტრში .

ცნობისთვის, რუსთავში, ჯამურად, 9 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

კვირა