გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პაატა იმნაძე: ზაფხული მშვიდობიანად ჩაივლის!

12-05-2020

პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ყოველდღიურად 30-40 ახალი პაციენტის მიღებას უპრობლემოდ შეძლებს.

„ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს არ იქნება პრობლემა. ეს არ არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის, თუმცა ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი ამოცანა შემოდგომისთვის მომზადებაა, რადგან ნოემბრიდან შემთხვევების მკვეთრად მომატებაა მოსალოდნელი.

პრაიმტაიმი