გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რატი იონათამიშვილი: საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ

12-05-2020


ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ამ თემით მანიპულირება ოპოზიციის იმ ძალებს სურს, ვინც განწყობილია იმისათვის, რომ საბოლოოდ შეთანხმება არ იყოს მიღწეული, აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.


„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. სხვათა შორის იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში, შეთანხმების პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული. ასე, რომ ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.​