გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს

12-05-2020


თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.