გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ბერაია: ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ

12-05-2020

მმართველი გუნდი ასრულებს შეთანხმებას და კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესი საგანგებო ვითარების დასრულებისთანავე გაგრძელდება, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ საელჩოების განცხადების საპასუხოდ, რომლითაც მათ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდეს, შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.

"საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით ჩვენს მიერ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი და ეს პროცესი გაგრძელდება საგანგებო ვითარების დასრულებისთანავე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქ საუბარია, რომ არ უნდა იყოს ქმედებები რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც საარჩევნო და სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ სულისკვეთებას - მართლმსაჯულება ვერ იქნება პოლიტიკური კალენდრის ნაწილი და ნებისმიერი უკანონო ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის მიუღებელი და არათავსებადი როგორც კანონის უზენაესობის, ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​