გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საპატრიარქომ მეგრულად წირვა-ლოცვის ჩატარებასთან დაკავშირებული წერილი არ ჩაიბარა

21-02-2018

ზუგდიდის მკვიდრი ედემ იზორიას და მისი თანამოაზრეების მიერ საპატრიარქოში გაგაზავნილი მოთხოვნა, იმის შესახებ, რომ სამეგრელოში ღვთისმსახურება ქართულ ენასთან ერთად, მეგრულადაც აღევლინოს, არ დააკმაყოფილეს.

„ამ მოთხოვნის შესახებ საპატრიარქოს დაახლოებით ათი დღის წინ გავუგზავნეთ წერილი. წერილი არ მიიღეს, მეტიც, თურმე საერთოდ არ გადახედეს“, - აღნიშნა იზორიამ.

მისივე ინფორმაციით, მათ იგივე შინაარსის წერილი მხარის გუბერნატორს ლევან შონიას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს.

„პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ ხელმოწერები არ არის პირადობით დადასტურებული, ხოლო გუბერნატორმა გვითხრა, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის”.

მოქალაქეების ნაწილი, რომელიც მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, პრემიერ-მინისტრთან, მოთხოვნების შესაბამისად, კვლავ აპირებენ წერილის გაგზავნას. მათ უკვე 19 ხელმოწერა შეაგროვეს.

26 იანვარს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ორგანიზატორები სტატუსის გარდა, სკოლებსა და ბაღებში მეგრული ენის სწავლებასა და ეკლესიებში ამავე ენაზე ღვთისმსახურებას ითხოვენ.

რადიო "ათინათი"