გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

დაკიდული ხიდი 2017 წლის ბოლომდე უნდა გარემონტებულიყო

21-02-2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფცასა და ბერძენაულს შორის დამაკავშირებელი დაკიდული ხიდი კვლავ სარემონტოა.

ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი ამბობდა, რომ ხიდის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

ეს განცხადება ქარელის ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად, მერმა ინტერვიუშიც განაცხადა.

ტენდერი ორჯერაა გამოცხადებული, თავდაპირველად, 2017 წლის დეკემბერში, თუმცა არ შედგა. ამჟამად, მერია მეორე ტენდერში მუშაობს. ხიდის სარეაბილიტაციოდ 30 000 ლარია გათვალისწინებული.

shida qartli