გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გურჯაანის სასამართლომ გაამართლა

13-05-2020

საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს"-აცხადებენ პროკურატურაში.