გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება

14-05-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახალციხის ცხოველების  ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი  ფერმერებსა და მომხმარებლებს, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სისტემატიურად.

ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.