გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლანჩხუთში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება

14-05-2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ლანჩხუთში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. სასურსათო პაკეტები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილეებთან ბიძინა იმნაიშვილთან და ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ 50 ოჯახს სახლში მიუტანა. „ აღნიშნული აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის, კერძო სექტორის და ორგანიზაცია „გურია ნეტის“ დახმარებით შედგა, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.ამ დროისთვის ლანჩხუთში დახმარება 1000-ზე მეტ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს გაეწია. დახმარებები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება. ,“ - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.