გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

14-05-2020

ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 მათგანი დადებითია.

დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.

საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 131 პირის საკვლევი მასალა. 45 პირის ანალიზზე კვლევა გრძელდება.

ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

1tv.ge