გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარინა ეზუგბაია: 17 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია

15-05-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 393-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 266-ია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 19  ახალი შემთხვევიდან  17 ბოლნისის წყაროა, დანარჩენი 2 შემთხვევიდან ერთი, სამედიცონო პერსონალია, მეორე კი საკარანტინო ზონიდან. ყველა მათგანის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

"ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი შევიდა. ისინი ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ და ბოლნისიდან არიან. მათი მდგომარეობის კვლევა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში  მკურნალობს 38 პაციენტი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, აუცილებლად გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რჩევები:

"თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ამაზეა დამოკიდებული დაავადების გავრცელება ქალაქში და ქვეყანაში,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

რუსთავი2