გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გახარია: ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა

15-05-2020

საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა; ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება. მინდა, ჩვენს თითოეულ ევროპელ პარტნიორს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.