გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები ფასდაკლებით ვეღარ სარგებლობენ

21-02-2018

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები შეღავათიანი ფასის ბილეთებით ვეღარ სარგებლობენ. აჭარის ტელევიზიას საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს, რომ ფასდაკლება 19 თებერვლიდან შეწყდა.

რკინგზაში განმარტავენ, რომ ფასდაკლება არ გაუქმებულა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სტუდენტები კვლავ შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოიფხვრება სისტემაში არსებული ხარვეზი.

სტუდენტური შეღავათი (50%-იანი ფასდაკლება) მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე ვრცელდებოდა.

შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა. თუ ძველი წესის მიხედვით აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ცვლილების შემდეგ მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის შედარება ხდებოდა. აღნიშნული წარწერის არსებობა კი აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა. თბილისიდან ბათუმამდე მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება 19 ლარია. 

reginfo.ge