გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: პედაგოგიურმა კორპუსმა გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება

15-05-2020

პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზის, რომელსაც მთავრობა უნდა გაყვეს - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.

„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება. ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. რახან ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ავამუშაოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.