გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი კახიანი: არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ყველა შეზღუდვა გაუქმდება

15-05-2020

„ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აღარ არის საჭირო, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილებაც არის მიღებული. თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, გარკვეული პერიოდი ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა გაუქმდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება.

მისივე თქმით, შეზღუდვების გაუქმებას შესაბამისი თანმიმდევრობა ექნება, თუმცა იმავდროულად, თუ საჭიროება იქნება, პარლამენტი კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზეც იმსჯელებს.