გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სისხლის უანგარო დონაციის აქციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

15-05-2020

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” ოზურგეთში “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაცია შეუერთდა. სისხლის უანგარო დონაციის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები სისხლს აბარებენ.

“ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაცია შეუერთდა აქციას, “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”: დღეს ოზურგეთში მიმდინარეობს სისხლის უანგარო დონაციის აქცია, მეც შევუერთდი ამ აქციას და ვეცდები, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო საქართველოს სისხლის ბანკის რეზერვების შევსებაში”, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ბიუროს წევრმა.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკვე არაერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ოზურგეთში დონაციისთვის “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის” სამტრედიის განყოფილების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.