| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
15-05-2020
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ცაგერში პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია შეუერთდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა, ცაგერის მუნიციპალიტეტში 80- მდე ადამიანმა გამოთქვა დონორობის სურვილი.
“ცაგერის მუნიციპალიტეტში 80- მდე ადამიანმა გამოთქვა სურვილი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაიღონ. აქ იმყოფებიან პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, აქტივისტები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. პროცესი მიმდინარეობს მშვიდად და ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით“, -განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას “გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღეებიდან შეუერთდა. აქციის მიზანს მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება წარმოადგენს.