გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისის "მწერალთა სახლის" არაკულტურული მდგომარეობა

21-02-2018

ქუთაისის "მწერალთა სახლი" გასულ წელს გაიყიდა. ახალმა მფლობელმა ტერიტორიაზე დაცვა დააყენა და ეზოში შესვლა უცხო პირთათვის აიკრძალა. ადგილზე კომპანია "მ 2" სასტუმროს ააშენებს, მან ობიექტებზე 5 მილიონის ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ასევე მშენებლობა მაქსიმუმ ორ წელიწადში დაასრულოს. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. 

"მწერალთა სახლის" ეზო უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესფარად იქცა. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ადგილზე ცხოველების ძვლებიც ყრია. არ ხდება ტერიტორიის დასუფთავება.

მწერალთა სახლი" მერიამ გაპონოვის 5 ნომერში მდებარე მიწის ფართობთან ერთად ერთ ლოტად გაიტანა აუქციონზე. ორივეს საერთო ფასმა  შეადგინა 1 400 640 ლარი.

კომპანია m2" ახორციელებს შერეული ტიპის კომპლექსის მშენებლობას (სასტუმრო და საცხოვრებელი). როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, შენობა ხუთსართულიანი იქნება, რომელსაც დაემატება ტერასა. 

ასევე ადგილზე უნდა მოეწყოს ერთსართულიანი შენობა, რომელიც მერიას გადაეცემა, სადაც სავარაუდოდ, მწერალთა სახლი უნდა განთავსდეს.  

newpress