| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
16-05-2020
თბილისის ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 246 აქტიური შემთხვევაა, 27 მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 6 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორის წყაროს დასადგენად კი გაღრმავებული ეპიდ-კვლევა მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობას და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ. ახალი 6 ინფიცირებულიდან 4-ის წყარო ცნობილია, საკარანტინო სივრციდან, ანუ არსებული წყაროებიდან არიან და 2 პაციენტის ჩაღრმავებული ეპიდ-კველვა გრძელდება და გაირკვევა მათ კონტაქტები აქვთ თუ არა და შემდეგში მოხსენდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, არც ერთი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ მოუთავსებიათ, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მათი მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ ფასდება და ყველა მათგანი სრულწლოვანია.
შეგახსენებთ: ქვეყანაში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.