გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ტაბაღუამ მე-17 ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი წაუკითხა

21-02-2018

რუსთავის მერი დღეს საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-17 ფილიალს ესტუმრა.

ირაკლი ტაბაღუა საბავშვო ბაღში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესს დაესწრო და პატარებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი ,,თორმეტი თვე’’ წაუკითხა.

ღონისძიება პროექტის - ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’ ფარგლებში გაიმართა. პროექტი რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერიის ინიციატივით დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, რუსთავის საბავშვო ბაღებს ეწვევიან და აღსაზრდელებს ზღაპრებს წაუკითხავენ.