გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ონლაინ კურსი დაიწყო

16-05-2020

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის და კემბრიჯის განათლების სახლის ხელშეწყობით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უშუალო ჩართულობით, „მშვიდობის ლაბორატორიის ფარგლებში“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ონლაინ კურსი დაიწყო.

პროექტის მიზანია ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება, ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე, ბიზნესსა და ტურიზმის სფეროებში კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების აღზრდა.

წარმოდგენილი კურსი სტუდენტს საშუალებას აძლევს საერთო ევროპული ჩარჩოს „CEFR“-ის სტანდარტის მიხედვით შეისწავლოს, როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული ინგლისური ენის ზოგადი კურსი.