გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება

18-05-2020

საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ სახსრები და საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება. ეს არის კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და ასევე დამატებით ნიღბები. ეს ყველაფერი დარიგდა უკვე ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის კლინიკებში და ახლა უკვე ორშაბათიდან რიგდება კახეთის რეგიონის კლინიკებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს ამაზე ათქმევინეს უარი, დამცავი ეკიპირების მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათ ყველაფერი ისედაც აქვთ. ჯერ ერთი თუ აქვთ ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის, იმიტომ რომ საუბარია მრავალთვიანი ბრძოლის პროცესზე, რომელიც წინ გვიდევს. მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და ძალიან ვწუხვარ, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა. ასეა თუ ისე, ათასმა კომპლექტმა თავისი პატრონი იპოვა და ეს მე ძალიან მახარებს. დღეს საღამოს ჩავერთე ზუმით კახეთის შვიდი კლინიკის ხელმძღვანელებს და მათ მედპერსონალს და მოვუყევი მათ ამ ჩემი ინიციატივის შესახებ და მათგან უშუალოდ მივიღე დავალებები შემდგომი დახმარების აუცილებლობის შესახებ” – წერს მიხეილ სააკშვილი..

ipress