გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოლნისში ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილი იყო ხუთი პირის საკვლევი მასალა. დღეს დილით მიღებული კვლევის შედეგებით, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ბიოლოგიური ნიმუშები აღებული იყო სოფელ გეტაში ბოლო დადასტურებული შემთხვევების ახლობლებისგან,
ოთხი ნიმუში – სოფელ ჯავშანიანიდან, ხოლო ერთი – გეტადან.

ამ დროისთვის სოფელ გეტას კლასტერთან 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ სოფელში 15 მაისიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 150 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, 59-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. გარდაიცვალა სამი პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 85, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.

1tv.ge