გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში საგაზაფხულო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

18-05-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად ქედაში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად თითოეულ გლეხს, ფერმერს ეძლევა საშუალება ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამით. გარდა ამისა, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლება.

მთავრობის მეთაურმა ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა. დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება. პროექტების დასრულების შემდეგ დაბა ქედის მიმდებარე ტერიტორიები დაცული იქნება წყალმოვარდნისგან.

ქედაში განახლდა სოციალური სახლის მშენებლობაც. სოციალური სახლი სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის შენდება.