გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან რატიანი: 10 დღეა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია

18-05-2020

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს.

ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.

"ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს. 28 კოვიდინფიცირებული გვყავს. მათი მდგომარეობა ყველასი სტაბილურია. ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა, წინა პერიოდთან შედარებით, დადებითი დინამიკით არის.

დანარჩენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ველოდებით პროტოკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია, რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში ბოლო 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღიათ, ამჟამად კი 11 პაციენტის პირველად პასუხს ელოდებიან.  

რატიანი იმედოვნებს, რომ მალე კლინიკა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება.

რუსთავი2