გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შიდა ქართლში 17 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

18-05-2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 17 პირის სატესტო ნიმუშიდან კოვიდ-19 არცერთ პირს დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საგანგებო შტაბიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში კორონავირუსით დაინფიცირების უკანასკნელი შემთხვევა 15 მაისს დაფიქსირდა. ინფიცირებული 30 წლის ქალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს და, როგორც ცნობილია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსი მედდის კონტაქტებიდანაა. ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა:  1 -კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლეში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურში, 7 კი – გორის მუნიციპალიტეტი სოფელი თერგვისში.

kvira