გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს ახალი შენობა გახსნეს

21-02-2018

ქალაქ თეთრიწყაროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ.
ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილო“ ახლადრეაბილიტირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებს ფუნციონირებას. დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70 ბენეფიციარს ემსახურება და ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით გადასცემს მშრალ პროდუქტებს.

პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ღირებულება ხელშეკრულებით 161 985 ლარს შეადგენს.