გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

19-05-2020

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კომენდანტის საათის დროს სოციალური საცხოვრისის ბინადრებს გარეთ ყოფნის გამო პოლიციამ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, პოლიცია ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, პოლიციამ მისი არასრულწლოვანი გოგო სცემა და ბავშვს სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, ბავშვზე პოლიციამ იძალადა და მომხდარის გამო სამართალდამცველებს უჩივლებს. ადგილობრივების თქმით, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. 

რუსთავი2