გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Amnesty International: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მოსახლეობის ცხოვრების უფლებები შეზღუდა

22-02-2018

Amnesty International-ის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამია, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს.

„საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა. ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.