გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბიძინა ივანიშვილის ხეების გამო ურეკი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე ყველა საგზაო ნიშანი მოთხარეს

17-11-2017

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დღეს ორი ხე გადაიტანეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან მაგნოლიის ხეების ტრანსპორტირება დილიდან დაიწყეს. 

ხეების გადატანის დროს შეფერხების თავიდან ასაცილებლად, კვლავ მოთხარეს ურეკი-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დამონტაჟებული ყველა საგზაო მოძრაობის ნიშანი.  

ამის დამადასტურებელ ფოტოებს სოციალურ ქსელში  ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე  ავრცელებს და თან წერს: "ოლიგარქის ხეების გადატანას საგზაო ნიშნები მხართეძოზე წამოწოლილი ეგებებიან. ესეც თქვენი ახდენილი ოცნება".

 


წყარო: "გურიის მოამბე"